ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას რუსეთის მიერ აღიარებული ე.წ. “დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების” წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ

ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას რუსეთის მიერ აღიარებული ე.წ. “დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების” წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. განკარგულება კრძალავს აშშ-ის მოქალაქეების მიერ ე.წ. “დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში” ფინანსურ საქმიანობასა და ინვესტიციების განხორციელებას, ასევე ნებისმიერი პროდუქციის, მომსახურების ან ტექნოლოგიების ამ რეგიონებიდან აშშ-ში შეტანას ან აშშ-დან ამ რეგიონებში ექსპორტს

თეთრი სახლი აღნიშნავს, რომ ესაა პასუხი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გამო და ეს არაა ის მკაცრი ეკონომიკური ზომები, რომლებსაც აშშ მოკავშირეებთან კოორდინაციით ამზადებს.

“პრეზიდენტმა ბაიდენმა დღეს გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ს მოქალაქეების მიერ ე.წ. დონეცკსა და ლუგანსკის რეგიონებში ან რეგიონებში. ბრძანება ასევე ითვალისწინებს დააწესოს სანქციები ნებისმიერ პირზე, რომელიც განსაზღვრავს ოპერირებას უკრაინის ამ რაიონებში”, – აღნიშნავს თეთრი სახლი.

განცხადებაში, ასევე, წერია, რომ ამერიკა ხვალ მიიღებს შემდეგ ზომებს, რათა რუსეთს დაეკისროს პასუხისმგებლობა საერთაშორისო სამართლისა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევის გამო.

banner
წინა სტატიაშიხმაური და დაპირისპირება მთავრობის ადმინისტრაციასთან – დაკავებულია 8 აქტივისტი
შემდეგი სტატიავოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ, არავისი და არაფრის გვეშინია, ჩვენ არავისი არაფერი გვმართებს და არაფერს არავის მივცემთ