ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ, არავისი და არაფრის გვეშინია, ჩვენ არავისი არაფერი გვმართებს და არაფერს არავის მივცემთ

რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას არავის და არაფრის ეშინია, არავისი არაფერი მართებს, რადგან ისინი საკუთარ მიწაზე არიან.

სპეციალურ მიმართვაში ზელენსკი ამბობს, რომ მათ უკან არის სიმართლე და ერთი მიზანი აქვთ – მშვიდობა უკრაინაში.

“ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ, არავისი და არაფრის გვეშინია, ჩვენ არავისი არაფერი გვმართებს და არაფერს არავის მივცემთ, ამაში დარწმუნებულები ვართ, რადგან ახლა არა 2014 წლის თებერვალი, არამედ 2022 წლის თებერვალია”, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას რუსეთის მიერ აღიარებული ე.წ. “დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების” წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში, საელჩოს თანამშრომლებს რეკომენდაციას აძლევს, კიევიდან ოჯახის წევრები გამოიყვანონ