ხმაური და დაპირისპირება მთავრობის ადმინისტრაციასთან – დაკავებულია 8 აქტივისტი

ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ მთავრობის კანცელარიასთან სადაც პოლიციამ 8 აქტივისტი დააკავა. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს, ამის უფლება მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს.

აქციის მონაწილეები პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ რათა მიიღონ პასუხი, როდის შეუშვებენ მიხეილ სააკაშვილთან მედიკოსებს და როდის მიიღებს ის სათანადო სამედიცინო დახმარებას.

“პოლიციამ აღიარა კამერების წინ, რომ მათ აზრის გამო დაიწყეს ჩვენი დევნა. ასეთი მოტივი ჰქონდათ – თქვენ შეიძლება დაარღვიოთ კანონი” – თქვა გიორგი მუმლაძემ.

აქტივისტები ამბობენ, რომ ისინი ბრძოლას არ შეწყვეტენ.

banner
წინა სტატიაშიკულება ბლინკენს ესაუბრა
შემდეგი სტატიაჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას რუსეთის მიერ აღიარებული ე.წ. “დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების” წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ