“ალტერბრიჯის” რექტორი განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის განცხადებაზე

უნივერსიტეტი ალტერბრიჯის რექტორი მუქარად აფასებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დღევანდელ განცხადებას და კომენტარებში წერს, რომ საინტერესოა, მაშინ რატომ არ მოხდა ცენტრის მხრიდან რეაგირება, როდესაც მთავრობამ დაუგეგმავი დასვენების დღეები გამოაცხადა:

“ეს არის პირდაპირი მუქარა იმ ინსტიტუციების მიმართ, რომლებმაც ხელი არ მოვაწერეთ გაცხადებას! საინტერესოა, როცა მთავრობამ დაუგეგმავი დასვენების დღეები გამოაცხადა მაისის დასაწყისში, მაშინ რატომ არ მოხდა ცენტრის მხრიდან რეაგირება? ასეთი გადაწყვეტილებები არ იწვევს სასწავლო პროცესის შეფერხებას? აქვე გეტყვით, რომ Alterbridge University • უნივერსიტეტი ალტერბრიჯი მაქსიმალურად უზრუნველყოფს, რომ მიმდინარე პროცესების მიუხედავად, ჩვენმა სტუდენტებმა სრულად მიიღონ სასწავლო გეგმით გათვალისწინებული განათლება და არც ერთი პროგრამის მიზნების მიღწევას არანაირი საფრთხე არ შეექმნება! ასევე, შეგახსენებთ, რომ უნივერსიტეტის მისიაა თითოეული ახალგაზრდა ჩამოაყალიბოს ჯერ პიროვნულად და შემდეგ პროფესიულად! ასწავლოს ღირსება, ღირებულებები, ქცევა და თავისუფალი აზროვნება.. ტრანსფორმაციული განათლებაა ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების შექმნის საფუძველი და არა ჩარჩოში ჩასმული ინდუსტრიული სწავლება, რომელიც ზღუდავს არჩევანის თავისუფლებას!” წერს რექტორი, ნათია გოცაძე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, ფეისბუქზე გავრცელებული განცხადების კომენტარში.

შეგახსენებთ, სტუდენტებისა და უნივერსიტეტების ნაწილის გაფიცვასთან დაკავშირებით, ცენტრმა დღეს განცხადება გამოაქვეყნა და უმაღლეს სასწავლებლებს მოახლოებული აკრედიტაციის შესახებ გააფრთხილა. ცენტრი წერს, რომ “მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს სასწავლო პროცესის შეუფერხებელი განხორციელება”.

ამასთან დაკავშირებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს პროტესტის ნიშნად თანამშრომლებიც ტოვებენ

ცნობისთვის, 14 მაისს გავრცელდა 38 უნივერსიტეტის რექტორი ერთობლივი განცხადება, მათ რუსული კანონის საწინააღმდეგოდ სასწავლო პროცესის შეწყვეტა გააკრიტიკეს. “მთავარი არხის” ინფორმაციით, წერილი საქართველოს უნივერსიტეტების რექტორებს ხელმოსაწერად განათლების სამინისტრომ გადაუგზავნა. ხელმომწერებს შორის არაა “ალტერბრიჯი”, რომელიც საკუთარი სტუდენტების პროტეტს სოლიდაობას უცხადებს.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა
შემდეგი სტატიარუსული კანონის მესამე მოსმენით დამტკიცებასთან დაკავშირებით ჟოზეფ ბორელი და ოლივერ ვარჰეი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ