ჯეიკ სალივანი – უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების გაწევას რუსები ვერ შეაფერხებენ

რუსები ვერ შეაფერხებენ უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების გაწევას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსული ჯარები ამერიკულ სამხედრო ტვირთს დაბომბავენ, ეს არ გამოიწვევს აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას.

მანამდე რუსეთმა გავრცელა ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინისთვის აშშ-დან და ევროპიდან მიწოდებული სამხედრო ტვირთი დაბომბეს.

„ჩვენ გვაქვს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დივერსიფიცირებული და საიმედო ჯაჭვი. ამიტომ, თუნდაც რუსებმა მოახერხონ უკრაინის ტერიტორიაზე ერთ-ერთი პარტიის დაფარვა, ფუნდამენტურად, სტრატეგიულად, ეს არ შეგვიშლის ხელს სამხედრო დახმარების გაწევაში“, – თქვა სალივანმა.

წინა სტატიაშირაშიც არ გამოვახტეთ სოლიდარობა უკრაინის მიმართ, ისაა, რომ დღეს ქართველი ხალხიც იგივე მდგომარეობაში არაა – კობახიძე
შემდეგი სტატიახვიჩია – ღარიბაშვილის განცხადება სხვის ბოსტანში კენჭების სროლის კლასიკური შემთხვევაა – შენ რომ არ დაგბრალდეს რაღაც, სხვას უნდა აბრალებდე დამაჯერებლად