ჯანმრთელობისთვის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კანონის აღსრულების კონტროლზე მუშაობს

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა ,,ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების თაობაზე გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა.

კომიტეტმა აღნიშნულ კანონთან მიმართებით, 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის აპრილის ჩათვლით, ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლის პროცედურა განახორციელა და მოწვეული ექსპერტის ჩართულობით, ანგარიშის პროექტი შეიმუშავა.

ჩატარებული სამუშაოს საფუძველზე, გამოიკვეთა ძირითადი მიგნებები, დასკვნები და რეკომენდაციები, რომლებზეც სამინისტროს ხელმძღვანელობით შეიქმნება მულტისექტორული სამუშაო ჯგუფი. აღნიშნული ჯგუფის მუშაობას ზედამხედველობას საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი გაუწევს.

შეხვედრას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სამედიცინო ასოციაციების, სამშობიარო სახლებისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის მთავრობის მზაობა, დაეხმაროს საქართველოს – სახდეპის მდივნის თანაშემწე ღარიბაშვილს და დარჩიაშვილს შეხვდა
შემდეგი სტატიაალექსი ბატიაშვილმა პარლამენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის ანგარიში წარუდგინა