ალექსი ბატიაშვილმა პარლამენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის ანგარიში წარუდგინა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ალექსი
ბატიაშვილმა პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების
ერთობლივ სხდომაზე 2021 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
ალექსი ბატიაშვილმა 2021 წელს ქვეყნის წინაშე განვითარებული უსაფრთხოების
პროცესები მიმოიხილა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
მიერ საფრთხეებისა და გამოწვევების საპასუხოდ გატარებულ ღონისძიებებზე
ისაუბრა.
ანგარიშის ძირითად საკითხებს ქვეყნის ოკუპაცია, კონტრტერორისტული და
კონტრდაზვერვითი საქმიანობა, ასევე, კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის
წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენდა.
ალექსი ბატიაშვილმა ყურადღება გაამახვილა ადგილობრივ და საერთაშორისო
პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც.
„საანგარიშო პერიოდში, საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას, სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენდა
კოორდინირებული მუშაობა და თანამშრომლობა როგორც საქართველოს სახელმწიფო
ორგანოებთან, ასევე სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებსა
და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ასევე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია
სამოქალაქო საზოგადოებასთან კომუნიკაციის მიზნით სამსახურის მიერ
გადადგმული ნაბიჯები“, – განაცხადა ალექსი ბატიაშვილმა.
სიტყვის დასრულების შემდეგ სხდომა დახურულ ფორმატში, კითხვა-პასუხის
რეჟიმში წარიმართა.

banner
წინა სტატიაშიჯანმრთელობისთვის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კანონის აღსრულების კონტროლზე მუშაობს
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – „ნაცმოძრაობას“ დაანონსებული აქვს აქცია და პირდაპირ საუბრობენ ხელისუფლების გადატრიალების სურვილზე – რაც ეს რეკომენდაციები გაიცა ევროკავშირის მიერ პირველივე პუნქტს უკვე არღვევენ