აშშ-ის მთავრობის მზაობა, დაეხმაროს საქართველოს – სახდეპის მდივნის თანაშემწე ღარიბაშვილს და დარჩიაშვილს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდი საქართველოს პრემიერმინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს:

“პრემიერმინისტრ ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩიაშვილთან შეხვედრისას სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დონფრიდმა ისაუბრა აშშ-ის მთავრობის მზაობაზე, დაეხმაროს საქართველოს რეკომენდებული დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში და ევროატლანტიკური გზის გაგრძელებაში”, – წერს საელჩო.

banner
წინა სტატიაშივინმეს გჯერათ, რომ „ქართული ოცნება” გადადგამს ნაბიჯებს ქვეყნის დეოლიგარქიზაციისკენ, რომ დაუბრუნდება მიშელის შეთანხმებას, გამოუშვებს ნიკა გვარამიას და გაათავისუფლებს სასამართლოს წნეხისგან?! – დავით ბაქრაძე
შემდეგი სტატიაჯანმრთელობისთვის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კანონის აღსრულების კონტროლზე მუშაობს