ჯანმო: ამ დროისთვის „დექსამეტაზონი“ ერთადერთი პრეპარატია, რომელიც კოვიდ-19-ის მძიმე ფორმის დროს არის ეფექტური

ამ დროისთვის „დექსამეტაზონი“ წარმოადგენს ერთადერთ მედიკამენტს, რომელმაც თავისი ეფექტურობის დემონსტრირება მოახდინა კოვიდ-19-ის მძიმე ფორმის წინააღმდეგ, – ამის შესახებ დღეს, ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა თედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

„ამ დროისთვის კორტიკოსტეროიდი „დექსამეტაზონი“ კვლავინდებურად წარმოადგენს ერთადერთ თერაპიულ საშუალებას, რომელმაც ეფექტურობა გამოავლინა კოვიდ-19-ით დაავადებულ იმ პაციენტებში, რომლებთანაც ვირუსი მძიმე ფორმით მიმდინარეობს“, – განაცხადა ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა.

banner
წინა სტატიაში“ლელოს” თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ სამგორის მოსახლეობას ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფიქრია ჩიხრაძე წარუდგინა
შემდეგი სტატიაირაკლი შონია: გიორგი გამსახურდია სამეგრელოში საჯაროდ იღებს მონაწილეობას ყველა საზოგადოებრივ ღონისძიებაში, როგორც ერთი რიგითი ქართველი