ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ თებერვლის ბოლომდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ყველა ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი იქნება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ თებერვლის ბოლომდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ყველა ქვეყნისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი ქვეყნებს კოლექტიური ვალდებულებისკენ მოუწოდებს, რომ მომდევნო 100 დღეში სამედიცინო მუშაკებისა და მაღალი რისკის ჯგუფის ადამიანების ვაქცინაცია ყველა ქვეყანაში დაიწყოს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მთავრობებს, მწარმოებლებს, სამოქალაქო საზოგადოებებს და რელიგიურ ლიდერებს ვაქცინაციისთვის მასობრივი მობილიზაციისკენ მოუწოდებს.

გებრეისესუსის განცხადებით, მწარმოებლებმა ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პლატფორმა, „კოვაქსით“ უნდა გაანაწილონ და ორმხრივი შეთანხმებებისგან თავი უნდა შეიკავონ.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი ივანიშვილზე: ტრამპის კამპანიას აფინანსებდა სხვადასხვა ლობისტური ჯგუფის მეშვეობით და ახლა ძალიან დაშინებულია
შემდეგი სტატიაბათუმში იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის პოლიციამ კოვიდინფიცირებული მოქალაქე დააჯარიმა