სააკაშვილი ივანიშვილზე: ტრამპის კამპანიას აფინანსებდა სხვადასხვა ლობისტური ჯგუფის მეშვეობით და ახლა ძალიან დაშინებულია

“რამდენიმე თვის წინ მასთან იყო ამერიკის ელჩი და ერთ-ერთი პირობა მაშინ ამერიკამ დაუწესა სანქციები პლახოტნიუკს, მოლდოველ ოლიგარქს, იყო, რომ ივანიშვილი უნდა ჩამოშორდეს პოლიტიკას. ამიტომ, ეს ამას დაპირდა ამერიკელებს, იმიტომ, რომ თავისი აქტივების ნაწილი აქვს ამერიკაში და ეშინია, რომ როგორც პლახოტნიუკს გაუყინეს, ისე ამასაც არ გაუკეთონ. ეს დაპირება მან მისცა სადღაც, როგორც ვხვდები სექტემბრის თუ აგვისტოს თვეში და ეს ვიცი აბსოლუტურად ზუსტად, რომ ეს ასე იყო… ზუსტად ვიცი, რომ შეუთვალა ივანიშვილმა ამერიკელებს და ყველას, რომ თუ გინდათ, დროებით წავალ საფრანგეთში, თუ გინდათ, ამერიკაში ჩამოვალ და მანდ ვიქნები დროებით, იმიტომ, რომ ყველამ იცის, რომ ტრამპის კამპანიას აფინანსებდა სხვადასხვა ლობისტური ჯგუფის მეშვეობით და ახლა ძალიან დაშინებულია ამ ფაქტის გამო და ისე, როგორც დაშინებულია ძალიან მძიმე ციფრების გამო, რომლებიც გამოკითხვებში მათ ყოველკვირეულად ამოსდის. მან იცის, რომ საქართველოში მიწა ეწვის ფეხქვეშ”,-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშივაღიარებ, რომ მომგებიანობის კრიტერიუმით კმაყოფილი არ ვარ რა თქმა უნდა, სჯობდა ბიზნესს მოგების უფრო მაღალი მაჩვენებელი ეჩვენებინა
შემდეგი სტატიაჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ თებერვლის ბოლომდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ყველა ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი იქნება