იზიუმის რაიონში მტრის შეტევა წარუმატებელია – არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რუსები იზიუმის მიდამოში (ხარკოვის რეგიონი) შეტევას ცდილობენ, თუმცა წინსვლას ვერ ახერხებენ.

მისი თქმით, ხარკოვის რეგიონში ბრძოლები გრძელდება. მანამდე გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია რამდენიმე გათავისუფლებული დასახლების შესახებ. არესტოვიჩმა დააზუსტა, რომ უკრაინელი სამხედროები ამ მიმართულებით ნელ-ნელა წინ მიიწევენ.

„მტრის ძალისხმევის კონცენტრაციის მთავარი მიმართულება არის იზიუმი. ისინი ცდილობენ წინსვლას, მაგრამ უშედეგოდ, არ გამოსდით“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.

banner
წინა სტატიაშირაც კადრებიდან ჩანს მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს, არ შეიძლება სახელმწიფო ცინიკურად ექცეოდეს ადამიანებს – ნანა გეგეჭკორი სააკაშვილზე
შემდეგი სტატიაკომპანია Rothschild & Co-მა საქართველოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიის პირველადი დოკუმენტი წარუდგინა