რუსეთის ქალაქ იჟევსკში 9–სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. სააგენტო “ТАСС”–ის ცნობით, შენობის ერთ–ერთ სადაბაზოში ჩამოგრეულია ყველა სართული. წინასწარი მონაცემებით, შემთხვევა გამოიწვია გაზის აფეთქებამ. ჯერ–ჯერობით არ არის მონაცემები დაღუპულთა შესახებ. ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო–სამძებრო სამუშაოები.