გუდაუთაში ადგილობრივი დიმიტრი ოზგანი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული 13 ჭრილობით გარდაიცვალა – ამის შესახებ ინფორმაციას “სპუტნიკ-აფხაზეთი” თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ადგილობრივ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამომძიებლების თქმით, ვიზუალური დათვალიერებიდან ჩანს, რომ მამაკაცს სამი სახის იარაღიდან ესროდნენ. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია გილზები.
დიმიტრი ოზგანს თავდამსხმელები საკუთარ სახლთან ელოდებოდნენ.