ივანკა ტრამპი პოლონეთში ჩავიდა და უკრაინელ ლტოლვილებს შეხვდა

შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შვილი ივანა ტრამპი პოლონეთში კერძოდ, კრაკოვსა და ვარშავაში უკრაინელ ლტოლვილებს შეხვდა.

“მოხარული ვარ, რომ ბოლო დღეები გავატარე კრაკოვსა და ვარშავაში, რათა შევხვედროდი უკრაინელ და პოლონელ ხალხს, რომლებმაც დიდი თანაგრძნობა და სიყვარული გამოავლინეს გაჭირვებული უკრაინელი ოჯახების მიმართ.

მე მადლობელი ვარ ორგანიზაცია CityServe-ის, City of Destiny-ის, No Child Hungry-ის, Compassion Services International-ისა და Intercessors-ის, რომ მომცეს შესაძლებლობა, გამომეხატა სიყვარული, ძალა და გამძლეობა თითოეული ოჯახის მიმართ”,-დაწერა ივანკა ტრამპმა.

banner
წინა სტატიაში95-ე ბრიგადის მედესანტეებმა დამპყრობლების ორი დრონი ჩამოაგდეს
შემდეგი სტატიაკრაინელმა სამხედრო მფრინავებმა, სიცოცხლის რისკის ფასად აზოვსტალის ტერიტორიაზე მედიკამენტებისა და პირველადი დანიშნულების საგნების ჩატანა რამდენჯერმე შეძლეს – ბილეცკი