კრაინელმა სამხედრო მფრინავებმა, სიცოცხლის რისკის ფასად აზოვსტალის ტერიტორიაზე მედიკამენტებისა და პირველადი დანიშნულების საგნების ჩატანა რამდენჯერმე შეძლეს – ბილეცკი

აზოვის პოლკის დამფუძნებელმა ანდრეი ბილეცკიმ თქვა, რომ უკრაინელმა სამხედრო მფრინავებმა, სიცოცხლის რისკის ფასად აზოვსტალის ტერიტორიაზე მედიკამენტებისა და პირველადი დანიშნულების საგნების ჩატანა რამდენჯერმე შეძლეს.

ამის შესახებ მან უკრაინსკა პრავდასთან ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მარიუპოლის დამცველებისთვის დახმარების გადაცემის 5-ზე მეტი მცდელობა იყო და ბოლო ორის გარდა, წარმატებით დასრულდა.

ბილეცკის თქმით, “მარიუპოლის რუსული ბლოკადის გმირული საჰაერო გარღვევის რამდენიმე ეპიზოდს ფილმებშიც კი ვერ ნახავთ”.

“ანუ თავიდან ყველაფერი კარგად იყო. მაგრამ საბოლოოდ ცხადია, რომ მტერი ვითარდება, უყურებს, მას ესმის, რომ ვერტმფრენები მარიუპოლში აღწევენ. ამ მცდელობებში ჯერ უნდა გამოვყოთ გმირობა და შემდეგ უკრაინელი პილოტების პროფესიონალიზმი… ასეთი ოპერაციები კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა”.- ამბობს ბილეცკი.

მისივე თქმით, სპეცოპერაცია დაიგეგმა და განხორციელდა თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ეგიდით.

ბილეცკი ამბობს, რომ მისი როლი იყო დესანტის ორგანიზება. პოლკის მეთაურის თქმით, 72 აზოვის მებრძოლი ვერტმფრენებით გადაიყვანეს ქალაქის თავდაცვის გასაძლიერებლად.

“ერთ-ერთი პირველი, რომელიც ვერტმფრენით გადაიყვანეს მარიუპოლში, იყო აზოვის “კელტი”, ის, სამწუხაროდ, მეორე დღეს გარდაიცვალა, ისე, როგორც უნდოდა. მან ბევრ მეგობარს უთხრა: “მინდა სახლში მოვკვდე”.- თქვა ბილეცკიმ.

banner
წინა სტატიაშიივანკა ტრამპი პოლონეთში ჩავიდა და უკრაინელ ლტოლვილებს შეხვდა
შემდეგი სტატიაექსპერტის თქმით, რუსები იძულებულნი არიან გამოიყენონ X-22 რაკეტები, რომლებსაც აქვს დიდი სიმძლავრე, მაგრამ სიზუსტის სერიოზული პრობლემები