ივანიშვილმა, რომ უთხრას, ბრიფინგზე ჟუჟუნა წვიმა იმღერეო, გამოვა და იმღერებს – მელია კალაძის განცხადებაზე

თბილისის მერის, კახა კალაძის ბრალდებებს ოპოზიციის მისამართით ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან მძაფრი უარყოფითი კომენტარები მოჰყვა.

“იმის მაგივრად, რომ ხმა ჩაიწყვიტოს და ჩუმად იყოს, თავხედობს – ხან შუა თითს აჩვენებს დემონსტრანტებს და ხან მსგავს უტიფრობებს აქვს მისი მხრიდან ადგილი. ესეც რატომ – ერთმანეთი ჰყავთ გამოჭერილი ღრმა კორუფციულ სქემებში. რასაც დაუწერონ, ყველაფერს იტყვის. ჟუჟუნა წვიმა რომ დაუწერონ, ბიძინა ივანიშვილმა, რომ უთხრას, ბრიფინგზე ჟუჟუნა წვიმა უნდა იმღეროო, გამოვა და იმღერებს. ამ ადამიანზე რატომ უნდა გავაკეთოთ კომენტარი,”- განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში მიწისქვეშა გვირაბებით დეპუტატებს შეუძლიათ შენობაში შესვლა, სიმართლეს არ შეესაბამება და ამ ეტაპზე, არც ერთი გვირაბი არ ფუნქციონირებს
შემდეგი სტატია“განცხადება აბსოლუტურად გაცდენილი იყო ომბუდსმენის უფლებამოსილების სფეროს, ომბუდსმენის არსს”-კობახიძე ლომჯარიას განცხადებაზე