“განცხადება აბსოლუტურად გაცდენილი იყო ომბუდსმენის უფლებამოსილების სფეროს, ომბუდსმენის არსს”-კობახიძე ლომჯარიას განცხადებაზე

ქართული ოცნების დეპუტატის ირაკლი კობახიძის შეფასებით, ნინო ლომჯარიას განცხადება გასცდა ომბუდსმენის უფლებამოსილების სფეროს და არსს.


“მე არ მინდოდა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება, თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ როგორც ჩანს, იმ მომენტში როდესაც აკეთებდა გაცხადებას ომბუდსმენი, მას დაავიწყდა, რომ უკვე ომბუდსმენია.

ის განცხადება აბსოლუტურად გაცდენილი იყო ომბუდსმენის უფლებამოსილების სფეროს, ომბუდსმენის არსს” – ამბობს კობახიძე.

შეგახსენებთ,სახალხო დამცველმა 17 ნოემბერს დაწერა, რომ პარლამენტის პიკეტირება უკანონოა, თუმცა, ამაზე “ქართული ოცნების” ის დეპუტატები არიან პასუხისმგებელნი, ვინც პროპროციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს.

ნინო ლომჯარიას პოზიციით, პიკეტირებაზე უფრო დიდი უკანონობა ისა არის, “ხალხს უთხრა, ვისაც მხარს დაუჭერ, იმას პარლამენტში არ შევუშვებო”.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილმა, რომ უთხრას, ბრიფინგზე ჟუჟუნა წვიმა იმღერეო, გამოვა და იმღერებს – მელია კალაძის განცხადებაზე
შემდეგი სტატია“დაარბევენ და უარესს მიიღებენ”-ნინო ბურჯანაძე