იულია სკრიპალი: იმედი მაქვს ერთხელაც დავბრუნდები რუსეთში

იულია სკრიპალმა, რომელიც ყოფილი ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალის ქალიშვილია, კამერების წინ თავის პირველ განცხადებაში მას მერე, რაც საავადმყოფოდან გამოწერეს მისი და სერგეი სკრიპალის მოწამვლის შემდეგ, თქვა, რომ ძალიან გაუმართლა, რომ თავდასხმისა და მოწამვლის შემდეგ ცოცხალი გადარჩა. “20 დღიანი კომიდან გამოსვლის შემდეგ გავიგე, რომ მოწამლულები ვიყავით. ამ წუთამდე რთულია დავიჯერო, რომ ჩვენზე მსგავსი თავდასხმა მოხდა. შოკისმომგვრელია თვითონ ის ფაქტი, რომ გამოიყენეს ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება” – თქვა იულია სკრიპალმა ინტერვიუში. მისი თქმით, გამოჯანმრთელების პროცესი იყო ხანგრძლივი და რთული – “მადლობელი ვარ სოლსბერის ჰოსპიტალის ყველა თანამშრომლის, ადგილის, რომელიც ჩემთვის ძალიან ახლობელი გახდა… ჩემი ცხოვრება თავით ფეხებამდე ამოტრიალდა და ახლა ვცდილობ შევეგუო მომხდარ დაუჯერებელ გარდაქმნებს” – თქვა იულია სკრიპალმა და იმედი გამოთქვა, რომ ოდესმე შეძლებს რუსეთში დაბრუნებას – “ბიბისი” წერს.

იულის და სერგეი სკრიპალები 4 მარტს მოწამლეს ბრიტანეთის სოლსბერიში.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ გურიაში აშშ-ს მოქალაქეზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნა
შემდეგი სტატიარუსეთში Booking.com -ს აკრძალავენ