შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურიაში აშშ-ს მოქალაქეზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1950 წელს
დაბადებული ბ.ს. ყაჩაღობის, მუქარის და ბინის ან სხვა მფლობელობის
ხელშეუხებლობის დარღვევის ბრალდებით ოზურგეთში დააკავეს.

ამ დროისთვის, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, მათ
შორის, დაზარალებულის მიერ სავარაუდო დამნაშავის ამოცნობის პროცედურა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 11 მაისს, დილით,
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, ცენტრალური საავტომობილო გზის
ტროტუარზე ქვეითად მიმავალ აშშ-ს მოქალაქეს, „მშვიდობის კორპუსის“
მოხალისეს – ა.ო.-ს დანის დემონსტრირებით ფული მოსთხოვა. ქალბატონმა
ყვირილი დაიწყო, რის შემდეგაც თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან ისე
მიიმალა, რომ აშშ-ს მოქალაქისთვის არანაირი ფიზიკური დაზიანება არ
მიუყენებია და არც თანხა წაუღია.

22 მაისს კი ბ.ს.-მ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში უკანონოდ
შეაღწია ერთ-ერთი მოქალაქის სახლის ეზოში და 1965 წელს დაბადებულ ქალბატონს
სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბ.ს.
23 მაისს დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ყაჩაღობის, მუქარის და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის
დარღვევის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 151-ე
და 160-ე მუხლებით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშირატომ გაუბრაზდა ტრამპი საკუთარ ძალოვანებს
შემდეგი სტატიაიულია სკრიპალი: იმედი მაქვს ერთხელაც დავბრუნდები რუსეთში