იულია ლატინინას სახლთან უცნობმა პირებმა გაზი გაუშვეს

მოსკოვში უცნობები თავს დაესხნენ საცხოვრებელ სახლს, სადაც ჟურნალისტი იულია ლატინინა ცხოვრობს.

როგორც გამოცემა „ეხო მოსკვი“ იუწყება, თავდამსხმელებმა ჟურნალისტის სახლთან დაუდგენელი შემადგენლობის გაზი გაუშვეს.ჟურნალისტის ინფორმაციით, არ არის ცნობილი თუ რა სახის გაზი იყო გამოყენებული, თუმცა, მისივე თქმით, როგორც ჩანს, მას ადამიანის ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია.როგორც ჟურნალისტი ამბობს, მის გარდა შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი დაზარალდა. ჟურნალისტის განცხადებით, ის არ აპირებს მომხდარის გამო პოლიციას მიმართოს.

„ამ კომედიაში მონაწილეობას არ მივიღებ“,- განაცხადა ლატინინამ.

banner
წინა სტატიაშირუსულ-ფაშისტური პროექტი გალში: ქართველების გააფხაზება (ვიდეო)
შემდეგი სტატიასააკშვილი პოროშენკოს განცხადებას ეხმაურება