რუსულ-ფაშისტური პროექტი გალში: ქართველების გააფხაზება (ვიდეო)

აფხაზეთის დე-ფაქტო მარიონეტულ – სეპარატისტული ხელისუფლება, აფხაზეთში დარჩენილი ადგილობრივი მოსახლეობისათვის ,,ტვინის გამორეცხვას,, რუსული ფაშისტური პროექტებით განაგრძნობს.


ერთ-ერთი ასეთი პროექტი, 19 ივლისს გალში ,,სამურზაყანოელი აფხაზების ღია ყრილობის,, და ,,გალის 85,,-ს სახელწოდებით გაიმართა, რომელიც ე.წ. ,,სამურზაყანოელი აფხაზების საბჭომ,, და მარიონეტული ხელისუფლების ადმინისტრაციამ ერთობლივად ჩაატარა.
პროექტი მიზნად ისახავს, გალში მცხოვრები ძირძველი ქართული მოსახლეობის ნაციონალური იდენტობის შეცვლას და მათ აფხაზებად გამოცხადებას. 19 ივლისს გამართული ყრილობა, ნაჩვენები პროპაგანდისტული ფილმი და ე.წ. ,,გალის 85 წლის,, იუბილე, სწორედ ამ მიზნებს ემსახურებოდა.
კიდევ ერთი მიზანი, რაც ზემოაღნიშნულ რუსულ პროექტს გააჩნია, გახლავთ გალის მოსახლეობის წაქეზება, რომ მათ საქართველოს მოქალაქეობაზე თქვან უარი და აფხაზეთის მოქალაქეობა მიიღონ, რასაც თავად აფხაზების გარკვეული ნაწილი უნდობლობით უყურებს და ეწინააღმდეგება.
ჯერ კიდევ 2016 წელს, ახალჩამოყალიბებულ ,,სამურზაყანოელ აფხაზების საბჭოსთან,, შეხვედრისას, აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლების გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გვარად ნადარაია, გალელებს მოუყვა, თუ როგორ ,,ავიწროვებდნენ სტალინისა და ბერიას დროს მეგრელები სამურზაყანოელ აფხაზებს, ავიწყებდნენ აფხაზურ ენას, უცვლიდნენ გვარებს და ახდენდნენ მათ იძულებით ასიმილაციას,,
,,თქვენ შეიძლება ქართველებად თვლიდით თავს და შეიძლება თქვენს ასაკში ამის შეცვლა ძნელი იყოს, მაგრამ იმის შესძლებლობა რომ აფხაზურ ფესვებს დაუბრუნდნენ, თქვენს შვილებს არ უნდა წაართვათ,, განუცხადა 2016 წელს ,,აფხაზმა ნადარაიამ,, თანამოძნე ,,სამურზაყანოელ აფხაზებს,, რუსულ ენაზე, რომელიც მშობლიური ენისაგან განსხვავებით, ,,ქართველების მტრული გავლენითაც,, კი – რატომღაც ვერ დაივიწყეს აფხაზებმა.

,,თაიმერის,, ანალიტიკური სამსახური.

 

https://youtu.be/FrmmYVrI_eE

 

 

https://youtu.be/Icu59egc5XQ

 

 

https://youtu.be/VOvPJu1iARk

 

banner
წინა სტატიაშიგალის მოსახლეობას აფხაზად ჩაწერას მოუწოდებენ
შემდეგი სტატიაიულია ლატინინას სახლთან უცნობმა პირებმა გაზი გაუშვეს