იტალიის სასამართლომ მანქანაში ხმამაღალ მუსიკას დანაშაულის კვალიფიკაცია მისცა

იტალიის საკასაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თუკი მანქანაში მუსიკა ხმამაღლა უკრავს, ის ექცევა “ხმაურით დანაგვიანების” ცნებაში და სისხლის სამართლის შესაბამისი კოდექსით დაისჯება – ამის შესახებ იტალიის მედია წერს.
სასამართლოს განხილვის მიზეზი ორი წლის წინანდელი შემთხვევა გახდა. სიცილიაში, ღამის საათებში პოლიციამ მანქანა გააჩერა, საიდანაც ხმამაღალი მუსიკა ისმოდა. მძღოლმა მუსიკას ხმა აუწია, როცა მისი საყვარელი სიმღერა დაიწყო. მანქანაში დამონტაჟებული სტერეო სისტემას 200-დან 1500 ვატის სიმძლავრის ხმის გამოსცემა შეეძლო.
პირველი ინსტრანციის სასამართლომ დაადგინა, რომ მძღოლი ღამე მძინარე მოსახლეობას აღვიძებდა და მას “ხმაურით დანაგვიანების” გამო 1300 ევროს გადახდა დააკისრა.

banner
წინა სტატიაშიპენტაგონის თქმით, რუსეთის ატანა კიდევ რამდენიმე ხანი მოუწევთ
შემდეგი სტატიარუსეთმა სირიაში დამატებითი სადაზვერვო ტექნიკა განათავსა