პენტაგონის თქმით, რუსეთის ატანა კიდევ რამდენიმე ხანი მოუწევთ

თავდაცვის სამინისტროს სტატს-მდივანმა ჯეიმს ტაუნსენდმა, სტოკჰოლმში ვიზიტისას ადგილობრივ მედიასთან საუბარში განაცხადა,რომ რუსეთი “არასასიამოვნო, ტრაგიკული საშიშროებაა, რომელთან ერთად ცხოვრება მოუწევთ გარკვეული ხანი”.
“პუტინი თქვენს მეზობლებს აშინებს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით მისი მიზანი. თქვენს რეგიონში რუსების მოულოდნელი სწავლებების გამო სიტუაცია დაიძაბა” – განაცხადა მან და დაამატა, რომ შვედეთს და ბალტიის ქვეყნებს, ცივი ომის პერიოდისგან განსხვავებით, რუსეთთან კონფლიქტში ჩათრევის საშიშროება ემუქრებათ. “ნატო ფრთხილად უნდა იყოს. ჩვენ გვჭირდება ისეთი ძლიერი პარტნიორები, როგორიც არის შვედეთი და ფინეთი” – განაცხადა ტაუნსენდენმა.

banner
წინა სტატიაშისასჯელაღსრულების დაწესებულებაში აკრძალული საგნის შეტანის მცდელობის ფაქტზე დაწესებულების თანამშრომელი დააკავეს
შემდეგი სტატიაიტალიის სასამართლომ მანქანაში ხმამაღალ მუსიკას დანაშაულის კვალიფიკაცია მისცა