იტალიელი ფილოსოფოსი და მწერალი უმბერტო ეკო 84 წლის ასაკში გარდაიცვალა

იტალიელი ფილოსოფოსი და მწერალი უმბერტო ეკო 84 წლის ასაკში გარდაიცვალა

იტალიელი ფილოსოფოსი და მწერალი უმბერტო ეკო 84 წლის ასაკში გარდაიცვალაიტალიელი ფილოსოფოსი და მწერალი უმბერტო ეკო 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოჯახის წარმომადგენლების თქმით, მწერალმა სიცოცხლის ბოლო წუთები საკუთარ სახლში გაატარა.

უმბერტო ეკო 1932 წელს ტურინის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქ ალესანდრიაში დაიბადა. 1954 წელს მან ტურინის უნივერსიტეტი დაამთავრა, სადაც შუა საუკუნეების ფილოსოფიასა და ლიტერატურას სწავლობდა. თავისი პირველი და ყველაზე ცნობილი რომანი “ვარდის სახელი” უმბერტო ეკომ 1980 წელს გამოაქვეყნა. ექვსი წლის შემდეგ წიგნის ეკრანიზაცია გადაიღეს, სადაც მთავარი როლი შონ კონერიმ შეასრულა. მწერლის მეშვიდე და უკანასკნელი რომანი “ნულოვანი ნომერი” 2015 წლის იანვარში გამოიცა. უმბერტო ეკოს ასევე ეკუთვნის რომანები “გუშინდელი დღის კუნძული”, “ბაუდოლინო”, “დედოფალ ლოანას საიდუმლო ვნებანი”, “პრაღის სასაფლაო”.

თავად ეკო მწერლობას თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად არ მიიჩნევდა. “მე ფილოსოფოსი ვარ. მე რომანებს მხოლოდ დასვენების დღეებში ვწერ”, – ამბობდა ის.

1988 წელს უმბერტო ეკომ სან-მარინოს უნივერსიტეტში კომუნიკაციების დეპარტამენტი დაარსა. ის კულტურის თეორიასა და ესთეტიკას ასწავლიდა მილანის, ტურინისა და ფლორენციის უნივერსიტეტებში. იტალიელი მწერალი მრავალი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორია. ის მრავალი ესეს ავტორია.

banner
წინა სტატიაშიამერიკელი მწერალი ჰარპერ ლი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასაქმე გვაქვს პიროვნულ უთანხმოებასთან და არა პარტიებს შორის დაპირისპირებასთან