ამერიკელი მწერალი ჰარპერ ლი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამერიკელი მწერალი ჰარპერ ლი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

arelliამერიკელი მწერალი ჰარპერ ლი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჰარპერ ლი ცნობილი იყო თავისი რომანით “ნუ მოკლავ ჯაფარას”. სიცოცხლის ბოლო წლები მწერალმა თავის მშობლიურ ქალაქ მონროვილში გაატარა.

ჰარპერ ლი 1926 წელს დაიბადა. 50-იან წლებში მან რამდენიმე მოთხრობა დაწერა, თუმცა 1959 წელს დაწერილმა რომანმა “ნუ მოკლავ ჯაფარას” ლის მსოფლიო მასშტაბით პოპულარობა მოუტანა. 1960 წელს გამოცემული ნაწარმოები დღემდე რჩება ბესტსელერად. რომანი რამდენიმე ენაზე, მათ შორის ქართულადაცაა ნათარგმნი, ხოლო მისი ეკრანიზაციამ ოსკარი მიიღო. კინოსურათის რეჟისორი ჰორტონ ფუტია, ხოლო მთავარ როლს გრეგორი პეკი ასრულებს. რომანისთვის “ნუ მოკლავ ჯაფარას” ავტორი პულიცერის პრემიით დაჯილდოვდა. წიგნი კლასიკური ამერიკული ლიტერატურის ნიმუშად ითვლება. დღეს ეს ნაწარმოები აშშ-ს სკოლების უმრავლესობაში ისწავლება. რომანს საფუძვლად უდევს ავტორის ბავშვობის მოგონება.

რომანის წარმატების მიუხედავად, ჰარპერ ლის სხვა დასრულებული ნაწარმოებები აღარ დაუწერია. მწერალი საჯაროდ გამოჩენისგან თავს იკავებდა. თუმცა 2015 წელს მან თანხმობა განაცხადა იმ რომანის დასრულებასა და გამოცემაზე, რომელიც მან ჯერ 50-იან წლებში დაწერა.

banner
წინა სტატიაში“არ ვართ იდეალურები და ვფიქრობ, ამ მიმართულებით საკმაოდ თავისუფალი ნაბიჯები დაგვრჩა გადასადგმელი”
შემდეგი სტატიაიტალიელი ფილოსოფოსი და მწერალი უმბერტო ეკო 84 წლის ასაკში გარდაიცვალა