იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ვიტერბოს უნივერსიტეტის სტუდენტია

დღეს იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუტასტურდა. როგორც გაირკვა, ის ვიტერბოს უნივერსიტეტის სტუდენტია. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამასთან დაკავშირებით საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი იტალიის ელჩს შეხვდა და ინფორმაცია პირადად მისგან მიიღო.

როგორც დიპლომატმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის რომის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირებილი პაციენტების მკურნალობის დიდი გამოცდილება აქვს.

ენრიკო ვალვოს თქმით, იტალიის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს პაციენტის დროული გამოჯანმრთელებისათვის. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო და იტალიაში საქართველოს საელჩო მუდმივ კავშირზეა, როგორც თავად პაციენტთან, ასევე მის ოჯახის წევრებთან და კლინიკის ხელმძღვანელობასთან.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე კი 29 თებერვალს დადასტურდა.

banner
წინა სტატიაშიკელი დეგნანი: საუკუნეების შემდეგაც აღფრთოვანებულები ვართ თამარ მეფით
შემდეგი სტატია“თაიმერს” სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური პასუხობს