კელი დეგნანი: საუკუნეების შემდეგაც აღფრთოვანებულები ვართ თამარ მეფით

საუკუნეების შემდეგაც აღფრთოვანებულები ვართ თამარ მეფით, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, რომელიც გაეროს გენდერის თემატური ჯგუფის ორგანიზებით, პოლიტიკასა და არჩევნებში ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის შესახებ შეხვედრას ესწრებოდა.

„საქართველომ, ქალთა მმართველობის ხანგრძლივი ისტორიით, გამოცდილებით იცის, რომ ლიდერ ქალებს ბევრის მოტანა შეუძლიათ ქვეყნისთვის. საუკუნეების შემდეგაც აღფრთოვანებულები ვართ თამარ მეფით.

შეერთებული შტატები აღიარებს ქალთა მნიშვნელოვან როლს მმართველობაში და არაერთ პროგრამას აფინანსებს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, რომ ხელი შეუწყოს პოლიტიკაში ქალების კომფორტულ მონაწილეობას.

თქვენი აზრით, რა მთავარი გამოწვევების წინაშე დგანან დღეს ქალები პოლიტიკაში?” – კელი დეგნანის განცხადებას აშშ-ის საელჩო ფეისბუკის გვერდზე ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშივფიქრობ, რომ გამოსვლამ მოიცვა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი-კარლ ჰარცელი პრეზიდენტის გამოსვლაზე
შემდეგი სტატიაიტალიაში კორონავირუსით დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ვიტერბოს უნივერსიტეტის სტუდენტია