“თაიმერს” სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური პასუხობს

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის დაცვის წევრის კორონავირუსით დაავადებაზე ეჭვი არავის მიუტანია. ნიკაგოსიანი „ფეისბუქში“ წერს, რომ ფაშინიანის დაცვის წარმომადგენელი შეუძლოდ იყო, გამოკვლევები ჩაუტარდა და ამჟამად თავს კარგად გრძნობს და განაგრძობს მკურნალობას.

“თაიმერის” ექსკლუზიური ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის დაცვის თანამშრომელს მაღალი ტემპერატურა და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნა. იგი სასწრაფოდ გადაიყვანილ იქნა  ერევნის ინფექციურ საავადმყოფოში.

banner
წინა სტატიაშიიტალიაში კორონავირუსით დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ვიტერბოს უნივერსიტეტის სტუდენტია
შემდეგი სტატიაჯგუფური ჩხუბი თურქეთის პარლამენტში