“ყველა ჩემ ქართველ მეგობარს: არ ინერვიულოთ, ჩვენ მალე შევხვდებით” – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი X-ზე წერს.
“შეწყვიტეთ დაშინება და მუქარა, გაიწვიეთ “უცხოური აგენტების კანონი”, – დაწერა როთიმ შალვა პაპუაშვილის განცხადები შემდეგ.
საუბარია, “ქართული ოცნების” ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, შალვა პაპუაშვილი ევროპელ პარტნიორებს აღარ შეხვდება.
საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან კონსტრუქციული დიალოგის ერთგულები ვართ. თუმცა, შეწყვიტეთ დაშინება და მუქარა, გაიწვიეთ “უცხოური აგენტების კანონი”, მოახდინეთ დეესკალაცია და დაიწყეთ მშვიდობიანი საუბარი სამოქალაქო საზოგადოებასთან! – დაწერა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
საქართველოში ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი ჩამოდის. როთის ვიზიტი ემთხვევა “ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის იურიდიულ კომიტეტზე მესამე მოსმენით განხილვას.
როგორც ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე წერს, რომ მასთან ერთად თბილისს ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც ეწვევიან.