“იმუქრებიან, რომ იციან სად ვცხოვრობ და თუ არ გავჩერდები მეტად უარეს დამართებენ ვიდრე სხვებს” – ამის შესახებ აქტივისტმა და “სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ფრთის წევრმა ამიკო ნატრიაშვილმა განაცხადა
როგორც ნატრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მას რამდენიმე დღეა ავტომობილი დაყვება და გარდა ამისა ყოველდღიურად მუქარის შემცველი ზარები მისი და მისი ოჯახის წევრების ტელეფონზე ხორციელდება

იმუქრებიან, რომ იციან სად ვცხოვრობ და თუ არ გავჩერდები მეტად უარეს დამართებენ ვიდრე სხვებს.
რეკავენ ოჯახის წევრების ნომრებზეც, მათ შორის ბავშვების და ქალების დაშინებასაც არ ერიდებიან. ჩემი დის სახელზე რეგისტრირებულ ნომერზე დარეკეს, რა დროსაც ტელეფონი ბავშვს ჰქონდა და არ ვაპასუხებინე.
ერთად ვართ ვერ მოგვერევით!” – წერს ამიკო ნატრიაშვილი სოციალურ ქსელში

















