სერია A-ს წლის საუკეთესო გოლის ავტორი ხვიჩა კვარაცხელია გახდა

სერია A-ს წლის საუკეთესო გოლის ავტორი ხვიჩა კვარაცხელიაა. ქართველ ფეხბურთელს პრიზი მილანში გრან გალა დე კალციოს დაჯილდოებაზე გადაეცა. საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის შემტევს აღიარება ამჯერად მიმდინარე წლის 11 მარტს, ატლანტას კარში გატანილმა გოლმა მოუტანა.

ჯილდო ქართველ ფეხბურთელს ვეტერანმა იტალიელმა და ნაპოლის ყოფილმა ფეხბურთელმა კუალი არელამ გადასცა.

ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს სეზონის საუკეთესო თერთმეტეულშიც მოხვდა.

banner
წინა სტატიაშიაფეთქებები ანექსირებულ ყირიმში
შემდეგი სტატიაISW-კოქსის ქარხანასთან და ავდიივკას ინდუსტრიულ ზონასთან მძიმე ბრძოლები გრძელდება