ისრაელში “ჰამასის” თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 350-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებენ.
კვირას გამართულ ბრიფინგზე ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ აღნიშნა, რომ პრიორიტეტები ახლა ისრაელის დასახლებებში ბრძოლების დამთავრება და ღაზისა და ისრაელის გამყოფ ხაზში არსებულ გარღვევებზე კონტროლის დამყარებაა.
ამავდროულად, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში 313 პალესტინელი დაიღუპა, ხოლო 1. 990 დაიჭრა.