რუსულ აგრესიას უკრაინაში 506 ბავშვი ემსხვერპლა

8 ოქტომბრის მდგომარეობით, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 506 ბავშვი დაიღუპა, დაშავდა 1 130-ზე მეტი არასრულწლოვანი. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა:

დონეცკის რეგიონში – 488, ხარკოვის ოლქში – 301, კიევის ოლქში – 129, ჩერნიგოვის ოლქში – 71, ლუგანსკის ოლქში – 67, ნიკოლაევის ოლქში – 97, ხერსონის ოლქში – 1284, ზაპოროჟიეს ოლქში – 99, დნეპროპეტროვსკის ოლქი – 97, ლუგანსკის ოლქში – 67.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

banner
წინა სტატიაშიისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელის სამხედროებმა 400-ზე მეტი პალესტინელი ტერორისტი მოკლეს
შემდეგი სტატიაისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 350-მდე გაიზარდა