“მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ საბჭოთა კავშირი რომ იშლებოდა, რუსეთმა მის მიერ დეკადების (ზოგჯერ საუკუნეების) განმავლობაში დამარხული შენელებული მოქმედების ნაღმების მოქმედებაში მოყვანა დაიწყო.
მისი თქმით, “ახლაც საბჭოთა კავშირი ინგრევა,” უფრო სწორად, ის, რაც მისგან “დასავლეთმა დატოვა.”
“საბჭოთა კავშირი რომ იშლებოდა, რუსეთმა მის მიერ დეკადების (და ზოგჯერ საუკუნეების) განმავლობაში დამარხული შენელებული მოქმედების ნაღმების მოქმედებაში მოყვანა დაიწყო: აფეთქდა ბალკანეთი, კავკასია, შუა აზია. ამით რუსეთმა იმას მიაღწია, რომ საბჭოთა კავშირი ვერ, მაგრამ მისი დიდი ნაწილი (ზოგან მეტი, ზოგან ნაკლები) გავლენის ზონის სახით მაინც შეინარჩუნა.
ახლაც საბჭოთა კავშირი ინგრევა, უფრო სწორად, ის, რაც მისგან დარჩა. კიდევ უფრო სწორად, ის, რაც მისგან დასავლეთმა დატოვა.
იმედია, ამჯერად საბოლოოდ დაინგრევა. უფრო სწორად, დასავლეთი ამჯერად მისგან აღარაფერს დატოვებს,” – წერს ნიკა გვარამია.