ისრაელმა, შესაძლოა, უკრაინას დამატებითი სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნოს

ისრაელმა, შესაძლოა, უკრაინას დამატებითი სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნოს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს და წერს, რომ დახმარება სიმბოლური ხასიათი იქნება.

ისრაელური მედიის თანახმად, უკრაინაში შესაძლოა გაიგზავნოს თავდაცვითი აღჭურვილობა, მათ შორის ჩაფხუტები, ჯავშანჟილეტები და ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა რკინის გუმბათი.

ასევე გამოცემის თანახმად, არსებობს შეთანხმება, რომ ამ ეტაპზე უკრაინაში ისრაელის მხრიდან არ გაიგზავნება საჰაერო თავდაცვის სისტემები და შეტევითი იარაღი.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონს განუცხადა, რომ მოსკოვი ღიაა დიალოგისთვის მიუხედავად უკრაინის ხელისუფლების არათანმიმდევრულობისა
შემდეგი სტატიაელისო ბოლქვაძე იტალიის საკონცერტო დარბაზის “Santa Cecilia Hall” პრეზიდენტს მიკელე დალ’ონგაროს შეხვდა