ელისო ბოლქვაძე იტალიის საკონცერტო დარბაზის “Santa Cecilia Hall” პრეზიდენტს მიკელე დალ’ონგაროს შეხვდა

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, ევროპის ერთ-ერთი უდიდესი საკონცერტო დარბაზის- “Santa Cecilia Hall” პრეზიდენტს მიკელე დალ’ონგაროს შეხვდა.

შეხვედრაზე სახელოვნებო განათლების რეფორმაზე და კულტურის სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაზე და კანონპროექტებზე ისაუბრეს. მხარეებმა იტალიაში ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციაზეც იმსჯელეს.

„ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობასა და ორი ქვეყნის ახალგაზრდა მუსიკოსების ერთობლივ პროექტებში ჩართვის შესაძლებლობაზე. საუბარი შეეხო ბათუმის საერთაშორისო მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალს, რომლის ფარგლებშიც ერთი დღე სწორედ საქართველო-იტალიის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლის იუბილეს მიეძღვნება. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კულტურული დიპლომატიის მნიშვნელობაზე. აღვნიშნეთ, რომ ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს დაგეგმილი აქვს მთელი რიგი რეფორმები, რათა კიდევ უფრო გაღრმავდეს კულტურული ურთიერთობები“, განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში კონსტანტინე სურგულაძე.

banner
წინა სტატიაშიისრაელმა, შესაძლოა, უკრაინას დამატებითი სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნოს
შემდეგი სტატიანინო წილოსანი გაეროს განვითარების პროგრამისა და ასოციაცია ,,ქალი და ბიზნესის” წარმომადგენლებს შეხვდა