ისრაელი საკუთარი გაზს ევროპაში თურქეთის გავლით გაიტანს

თურქული სააგენტო ,,ანადოლუ აჟანსის,, ცნობით, ისრაელის ნაციონალური ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის მინისტრი იუვალ შტაინიცი სააგენტოსთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ისრაელი თურქეთთან წლის ბოლომდე მოახდენს ხელშეკრულების ხელმოწერას, რომლის მიხედვითაც ისრაელიდან თურქეთამდე გაზსადენის მშენებლობა მოხდება და ისრაელი საკუთარი ბუნებრივი აირის ევროპაში გატანას შესძლებს.
,,ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი მოლაპარაკება თურქ კოლეგა ბერბატ ალბაირაქთან. ვიმედოვნებ, რომ წლის ბოლომდე ის ისრაელს ეწვევა და ჩვენ გაზსადენის მშენებლობაზე ხელშეკრულებას ხელს მოვაწერთ,, განაცხადა შტაინიცმა.
აღსანიშნავია, რომ ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ჯერ კიდევ 2016 წელს, ისრაელის ბუნებრივი აირის ევროპაში თურქეთის გავლით გატანა დააანონსა.

banner
წინა სტატიაშიჟირინოვსკი რუსებს მოუწოდებს, რომ სექსით 3 თვეში ერთხელ დაკავდნენ
შემდეგი სტატიანინო სურგულაძე: აფხაზი და ოსი ძმებისგან მავთულხლართებით გაყოფა შეუძლებელია