ისრაელი რუსეთს პედოფილ მღვდელს გადასცემს

pedofiliისრაელის იუსტიციის მინისტრმა აიელატ შაკედმა ხელი მოაწერა ორდერს, პეტერბურგელი მღვდლის, გლებ გრაზოვსკის რუსეთისათვის გადაცემაზე, რომელიც საკუთარ სამშობლოში პედოფილიისათვის იძებნება.
მომავალ კვირას დაცვის მხარე აპირებს ისრაელის სასამართლოს მიმართოს, რომ მან რუსი კოლეგებისგან მღვდლისადმი სამართლიანობის და უფლებების დაცვის გარანტია მიიღოს.
მღვდლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2013 წელს აღიძრა, ინტერპოლს კი 2014 წელს გადაეცა.
გამოძიების ვერსიით, მღვდელმა 2013 წელს ბერძნულ მართლმადიდებლურ ბანაკ „ფილადელფიაში“ ყოფნისას ორ 9 და 12 წლის გოგონაზე სექსუალურად იძალადა.

banner
წინა სტატიაშიკრემლმა გერმანულ გამოცემას პუტინის შეცდომის გამო ბოდიში მოუხადა
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე: ხანდახან მაინც მოვახერხოთ ხოლმე, ვიმოქმედოთ სახელმწიფო ინეტერესებიდან გამომდინარე