დავით ბაქრაძე: ხანდახან მაინც მოვახერხოთ ხოლმე, ვიმოქმედოთ სახელმწიფო ინეტერესებიდან გამომდინარე

შეძრწუნებული ვარ თბილისში დატრიალებული უბედურებით... ვიზიარებ თითოეული დაღუპულის ოჯახის ტრაგედიას და ვუთანაგრძნობ ოჯახის წევრებს... სტიქიის და წვიმის მეტი რა გვინახავს, მაგრამ ასეთი უბედურება ჯერ არ დატრიალებულა... ახლა არ არის პოლიტიკური განცხადებების და ბრალდებების დრო - ქალაქს და ხალხს სჭირდება პატრონი და მიმხედავი. სწორედ ამიტომ, ვაუქმებ დღეს ხალხთან დაგეგმილ შეხვედრებს ბათუმში, ასევე ვაუქმებ კიევში დაგეგმილ მივლინებას და სასწრაფოდ ვბრუნდები თბილისში. ხელისუფლებას ვთავაზობ, შევქმნათ მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც მერიასთან ერთად იმუშავებენ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის - ამ კრიტიკულ ვითარებაში მზად ვარ, გვერდით გადავდო ყველანაირი პოლიტიკური უთანხმოება და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთო თბილისელების დასახმარებლად.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ პარლამენტმა დღეს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი დოკუმენტი მიიღო.

როგორც უმცირესობის ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს დოკუმენტი ძალიან დაეხმარება საქართველოს საკითხის განხილვას ევრო პარლამენტში.

,,მომავალ კვირაში ევროპარლამენტში საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით იწყება საკომიტეტო განხილვა, ამიტომ მნიშვნელოვანია ის დოკუმენტი, რომელიც დღეს პარლამენტში მივიღეთ. ეს დოკუმენტი ძალიან დაეხმარება საქართველოს განხილვას ევრო პარლამენტში. ცალსახაა და პოზიტიურად ვაფასებ, როგორც თვითონ რეზოლუციას, ასევე იმ ფაქტს რომ, უმრავლესობამ გაიზიარა ჩვენი პოზიცია. საბოლოოდ ჩვენ შევთანხდმით შეჯერებულ ტექსტზე.

მომავალშიც, ამ კედლებში, ხანდახან მაინც მოვახერხოთ ხოლმე ვიმოქმედოთ სახელმწიფო ინეტერესებიდან გამომდინარე და არ გადავაყოლოთ ყველაფერი პარტიულ დაპირისპირებას. დღეს, ამის ნათელი მაგალითი იყო. მხარს ვუჭერ და მიმაჩნია, რომ დღეს აქ გადაწყდა მნიშვნელოვანი საქმე ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.“- განაცხადა დავით ბაქრაძემ

banner
წინა სტატიაშიისრაელი რუსეთს პედოფილ მღვდელს გადასცემს
შემდეგი სტატია„ბარსელონას“ მცველმა კლუბის გავარდნის შემდეგ ქალის პარიკი გაიკეთა (ვიდეო)