კრემლმა გერმანულ გამოცემას პუტინის შეცდომის გამო ბოდიში მოუხადა

კრემლმა გერმანულ გამოცემას პუტინის შეცდომის გამო ბოდიში მოუხადა

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა გერმანული გაზეთი Sueddeutsche Zeitung-ის წინაშე ბოდიში მოიხადა.
გუშინ, რუსეთის პრეზიდენტის პირდაპირი ეთერისას, პუტინმა განაცხადა, რომ გერმანული გაზეთი, რომელსაც „პანამურ დოკუმენტებზე“ წვდომა ჰქონდა, შედის მედიაჰოლდინგში, რომელიც ამერიკულ ფინანსურ კორპორაცია Goldman Sachs-ს ეკუთვნის.
„ანუ, შემკვეთების ყურები აგდია ყველგან, აგდია ისე, რომ არც კი წითლდებიან“ – ასეთი კომენტარი გაუკეთა პრეზიდენტმა ოფშორების შესახებ დოკუმენტებს. პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, თვითონ გაზეთი გამოეხმაურა მის Goldman Sachs-თან კავშირს.
„ჩვენ უკვე მოვუბოდიშეთ და კიდევ ერთხელ ვიხდით ბოდიშს გამოცემის წინაშე“ – განაცხადა პესკოვმა.

banner
წინა სტატიაშიგერმანიამ ერდორანის წინააღმდეგ ხუმრობის ავტორზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა
შემდეგი სტატიაისრაელი რუსეთს პედოფილ მღვდელს გადასცემს