,,ისლამური სახელმწიფოს,, წევრები განათლებული და შეძლებული ადამიანები არიან

14543387_652721388221385_1126569458_n,,ისლამური,, სახელმწიფოს ჯიჰადისტები, რომლების მზად არიან ამ ორგანიზაციის გამო თვითმკვლელობაზეც წავიდნენ, უფრო განათლებული ადამიანები არიან, ვიდრე იმ ქვეყნის ჩვეულებრივი მოქალაქეები, საიდანაც ტერორისტები ჩამოვიდნენ,, ნათქვამია მსოფლიო ბანკის მოხსენებაში, რომელიც ამავე ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლებებს ეყრდნობა.
მსოფლიო ბანკის მოხსენებაში, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაცია ,,ისლამური სახელმწიფოდან,, საიდუმლოდ მოპოვებული 3803 წევრის ფაილის თემატურ კვლევას ეყრდნობა, ნათქვამია, რომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრთა 25%-ს უმაღლესი განათლება აქვს მიღებული… მათ რიგებში მხოლოდ 15% არის არასრული საშუალო განათლების მქონე და სულ რაღაც – 2% უცოდინარი.
მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, უცხო ქვეყნებიდან რეკრუტირებულ ჯიჰადისტთა უმეტესობა საკუთარ ქვეყანაში არც თუ ღარიბ ფენას განეკუთვნებოდნენ, რაც იძლევა იმის დასკვნის უფლებას, რომ ,,სიღარიბე არ არის ძალადობრივი რადიკალიზმის დრაივერი,, ამასთანავე, კვლევაში აღნიშნულია, რომ ტერორისტთა შორის თვითმკვლელთა უმრავლესობას წარსულში უმუშევრები და სამხედრო წარსულის მქონე პირები შეადგენენ.
,,აღსანიშნავია, რომ ,,ისლამური სახელმწიფოს,, აფრიკელი, სამხრეთ აზიელი, აღმოსავლეთ აზიელი და ახლო აღმოსავლეთელი წევრები, თავიანთი განათლების დონით გაცილებით მაღლა დგანან, ვიდრე მათი მშობლიური ქვეყნის ჩვეულებრივი მოქალაქეები,, ნათქვამია მსოფლიო ბანკის კვლევაში.

banner
წინა სტატიაშისამეგრელოში ქალაქ ჯვარში პოლიციამ ,,ოცნებისთვის,, ხალხის ,,დავერბოვკება,, დაიწყო
შემდეგი სტატიაქარიშხალი “მეთიუს” მსხვერპლი ასამდე გაიზარდა