სამეგრელოში ქალაქ ჯვარში პოლიციამ ,,ოცნებისთვის,, ხალხის ,,დავერბოვკება,, დაიწყო

levani-qardavaქალაქ ჯვარში პოლიციამ ,,ოცნებისთვის,, ხალხის ,,დავერბოვკება,, დაიწყო.

8 ოქტომბერს, როგორც ჩანს, ერთ-ერთი ცხელი წერტილი სამეგრელო, კერძოდ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი ქალაქი  ჯვარი იქნება. ზოგადად, ჯვარი, როგორც ,,თაიმერს,, უთხრეს, „ოცნებისთვის“ ერთგვარად აუღებელი ციხე-სიმაგრეა, რადგან სამეგრელოს მმართველი პარტიის ყველა ძლიერი კონკურენტი სწორედ ჯვარიდან არის. სხვათა შორის 2012 წლიდან მოყოლებული, ივანიშვილის ,,ოცნებამ,, ჯვარში თითქმის ყველა არჩევნები წააგო. „შემიძლია, დანამდვილებით გითხრათ, რომ წლევანდელი საპარალამენტო არჩევნების ეპიცენტრი, ზუგდიდს მერე, წალენჯიხა-ჩხოროწყუ იქნება, რადგან თავდაცვის მინისტრი ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხიდანაა, თუმცა ლევან იზორიას თავის ბიოგრაფიაში ერთხელაც არასოდეს უთქვამს, რომ სოფელ კირცხში დაიბადა, თუმცა „ოცნებას“ ჩხოროწყუ კი არა, ჯვარი ადარდებს, რადგან წალენჯიხა-ჩხოროწყუს „ნაციონალების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ქარდავა ჯვარიდან არის.

შესაბამისად, „ოცნებისთვის“ პროგრამა მინიმუმი ჯვარში ქარდავას დამარცხებაა, რომ მერე სალაპარაკო ჰქონდეს, აი, „ნაციონალი“ ქარდავა სწორედ თავის მშობლიურ მხარეში გავანადგურეთო, როგორც ჩანს ხელისუფლება ყველა ზომას მიმართავს, რათა ჯვარზე „ოცნების“ დროშა აფრიალდეს,,- აცხადებს ,,თაიმერის,, წყარო.

„ქარდავას კოორდინატორებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი შონია იბარებს. გუბერნატორის კაბინეტში ამ ხალხს მხართეძოზე წამოწოლილი ე.წ. პარტიზანების ლიდერი – დათო შენგელია ხვდება და ქარდავას მხარდამჭერებს ცინიკურად ელაპარაკება. ჯვარზენში კი, სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე კორსანტია ადამიანებს უშუალოდ აძლევს მითითებას, თუ ვის უნდა მისცენ ხმა 8 ოქტომბერს,“ – აცხადებენ „თაიმერთან“ საუბარში ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები. ადგილობრივების განცხადებით, სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე კორსანტია, სუსისა და პოლიციის თანამშრომლები – გოგოხია, ქარდავა და სამუშია… უბან-უბან დადიან და მოსახლეობას „ავერბოვკებენ“ ,,ქართული ოცნების,, სასარგებლოდ. „სწორედ კორსანტიაა ის ადამიანი, ვინც ხელისუფლებამ ამ ოლქში ,,ოცნების,, კანდიდატ გულორდავას მიუჩინა, რომ მისი გამარჯვება ზეწოლით უზრუნველყოს“ – უთხრეს „თაიმერს“ ადგილობრივებმა. ცოტა ხნით ადრე კი – ,,თაიმერს,,  ჯვარზენის მაცხოვრებლები დაუკავშირდნენ, რომლებმაც სააგენტოსთან საუბარში განაცხადეს, რომ დღეს საღამოს, დაბის ტერიტორიაზე საღამოს პოლიციის რამდენიმე ავტომანქანა გამოჩნდა, რომლებიც კორპუსების წინ დგანან, იქ მაცხოვრებლები სათითაოდ ჩამოჰყავთ და არჩევნებთან დაკავშირებით მათ ,,დამუშავებას,, ეწევიან… აღნიშნულთან დაკავშირებით „თაიმერი“  შსს-ს დაუკავშირდა, თუმცა შსს-ს პრესსამსახური ამ დრომდე კონტაქტზე არ გამოდის.

ვირუსის ბლოკატორები