“ისლამური სახელმწიფოს” რიგებში ათას ხუთასამდე თვითმკვლელი ბავშვია

5“ისლამური სახელმწიფოს” რიგებში ათას ხუთასამდე თვითმკვლელი ბავშვია

ექსტრემისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებმა 1,4 ათასზე მეტი ბავში-თვითმკვლელი მოამზადეს. მათი უმეტესობა იეზიდია და ისინი უკვე მზად არიან ტერაქტებისთვის – განაცხადა ერაყის ქურთისტანის მთავრობამ – ტელეარხი Alalam-ი ავრცელებს.

ერაყში, გატაცებული იეზიდების საქმეთა სამმართველოში შემდეგი მონაცემები აქვთ: უკანასკნელი 2 წლის მანძილზე 2,6 ათასი იეზიდი-ქურთი გაანთავისუფლეს ტყვეობიდან, ამასთანავე, ბოევიკებს კიდევ ყავთ 3,7 ათასი ქურთი ტყვე. გარდა ამისა, რეგიონში 33 საძმო სასაფლაო აღმოაჩინეს, სადაც ისლამისტებს იეზიდები ყავთ დამარხული.

მონაცემები ერაყის ქალაქ სინჟარის “ისლამური სახელმწიფოს” მიერ დაპყრობის ორ წლისთავთან დაკავშირებით გამოაქვეყნეს, სადაც, ძირითადად, იეზიდი ქურთები ცხოვრობენ. ამ დასახლებული პუნქტის დაკავების შემდეგ, ბოევიკებმა ათასობით ქურთი დახოცეს, ქალები და ბავშვები კი ტყვეებად აიყვანეს. ბევრ მათგანს ისლამისტები იყენებდნენ, როგორც სექს-მონებს.
2015 წლის ბოლოს ქალაქი გაანთავისუფლეს “ისლამური სახელმიფოსგან”.

2016 წლის იანვარში სააგენტო Reuters-მა “ისლამური სახელმწიფოს” მიერ რეკრუტირებული ბავშვების მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2015 წელს ჯიჰადისტებმა თითქმის 2 ათასი არასრულწლოვანი გადაიბირეს. დაახლოებით 50 მათგანი ტერაქტების შესრულებისას უკვე დაიღუპა.

ისლამისტები ბავშვებს ისე ექცევიან, როგორც დიდებს. დეზერტირობისთვის ისინი მათ სიკვდილით სჯიან.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და კოლეჯ „სპექტრს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შემდეგი სტატიაჟურნალისტ შერემეტის სავარაუდო მკვლელების ფოტო გამოქვეყნდა