“ისლამური სახელმწიფოს” დაზვერვამ დაშა-მოგზაურიანი საჰაერო ბუშტები გაუშვა

“ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებმა ქურთული ოპოზიციის დასაზვერად საჰაერო ბუშტები გაუშვეს – ამის შეასხებ დღეს The Daily Mail-ი წერს.
როგორც აღნიშნავენ, ისლამისტებმა ბუშტი ჰელიუმით აავსეს, მინი კამერები დაამაგრეს და ქარის მიმართულებით გაუშვეს ქურთული ოპოზიციის მხარეს. დაზვერვის დასრულებისას, ისინი ბუშტის უკან დაბრუნებას მასზე მიბმული თოკით აპირებდნენ. ქურთებმა ერთი მზვერავი-ბუშტის ჩამოგდება შეძლეს.
მასზე დახატული იყო დაშა-მოგზაური – ამერიკული ნახატი ფილმის გმირი. ცნობილი არ არის ბოევიკები სერიალის თაყვანისმცემლები არიან თუ მათ ის შემთხვევით იყიდეს – წერს “დეილი მაილი”.

banner
წინა სტატიაშინუკრი ქანთარია: კოალიციები არ არის მარადიული
შემდეგი სტატიაპატრიარქმა დიღმის ტყე-პარკში კედარი დარგო