ნუკრი ქანთარია: კოალიციები არ არის მარადიული

ნუკრი ქანთარია, მის მიმართ არსებულ ბრალდებებს პასუხობს

ქართული ოცნების დეპუტატი ნუკრი ქანთარია კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომაზე რესპუბლიკელები-მრეწველების დაპირისპირების საკითხის განხილვას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებთან ისაუბრა და თქვა, რომ ამ საკითხის განხილვა საჭიროების შემთხვევაში მოხდება.

„არ არის გამორიცხული, რომ ეს საკითხიც იყოს განხილული თუ ამის აუცილებლობა იქნება. არავის არ სიამოვნებს ასეთი დაპირისპირებისა და კინკლაობის ფონი, ბუნებრივია არც ჩვენს საზოგადოებას. არც მარადიული კითხვები – დაიშლება თუ არ დაიშლება კოალიცია. კოალიციები არ არის მარადიული და გარკვეული ინტერესები როდესაც ქრება, ისინი იშლებიან, გამოჩნდება ყველაფერი.“ – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

დეპუტატი თემურ ჭკუასელი კი დარწმუნებულია, რომ კოალიცია არ დაიშლება და „ნელ-ნელა ცალკეულ დეპუტატებს შორის დაწყებული შეხლა-შემოხლა ჩაწყნარდება.“

კოალიცია ქართული ოცნება პოლიტსაბჭოს სხდომასა და მასზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ელოდება, თუმცა ამ დრომდე უცნობია, როდის მოხდება შეკრება, რომელსაც პრემიერმინისტრი უხელმძღვანელებს.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის სამხედრო თვითმფრინავი უპატრონო ძაღლის გამო დაზიანდა
შემდეგი სტატია“ისლამური სახელმწიფოს” დაზვერვამ დაშა-მოგზაურიანი საჰაერო ბუშტები გაუშვა