“ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებმა თოკით და სკამებით საკუთარი ოლიმპიადა ჩაატარეს

7“ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებმა ოლიმპიური თამაშების მსგავსი შეჯიბრებები მოაწყვეს ერაყის ქალაქ ტალ-აფარში – The Daily Express-ი წერს.
ღონისძიება ხუთი წელზე მეტი ხნის ბავშვებისთვის ჩატარდა. გამარჯვებულებს ტკბილეულობა დაურიგდათ.
როგორც ადგილბრივმა მცხოვრებმა განუცხადა ჟურნალისტს, ღონისძიების ორგანიზატორები ტერორისტები არიან. “ძალიან სულელური თამაშებია – მუსიკის ფონზე მაგიდის ირგვლივ სირბილი და თოკით შეჯიბრება. თამაშები ბოევიკებმა დაიწყეს და შემდეგ მოსახლეობა აიძულეს მათ შეერთებოდნენ. ვინ გაუწევდა წინააღმდეგობას?” – ამბობს ადგილობრივი.

banner
წინა სტატიაშიკონგრესმა ფიცის ქვეშ კლინტონის შესაძლო ტყუილის გამოძიება მოითხოვა
შემდეგი სტატიაკატა ლარი კემერონის წავლის შემდეგ დაუნინგ სტრითზე მუშაობას გააგრძელებს