კატა ლარი კემერონის წავლის შემდეგ დაუნინგ სტრითზე მუშაობას გააგრძელებს

კ2 კ3კატა ლარი, რომელიც დაუნინგ-სთრითის მთავარი თაგვდამჭერია, დევიდ კემერონთან ერთად არ დატოვებს ბრიტანელი პრემიერ-მინისტრების აპარტამენტს.
ლარი 2011 წელს თავშესაფრიდან აიყვანეს.
კაბინეტის პრეს-სამსახურში განაცხადეს, რომ ლარი სახელმწიფო მსახურია და ის კემერონების ოჯახს არ ეკუთვნის. ლარი დაუნინგ-სტრითის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კატაა, მას “ტვიტერზე” საკუთარი არაოფიციალური აკაუნტიც აქვს. 2011 წელს მას წიგნი “ლარის დღიურებიც” მიძღვნეს.
ლარი რეზიდენტიის ისტორიაში მესამე კატაა, რომელიც ოფიციალურად იკავებს თაგვის დამჭერის პოსტს.

1989-1997 წლებში პოსტს კატა ჰამფრი იკავებდა – მაშინ პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი, ჯონ მეიჯორი და ტონი ბლერი იყვნენ. ჰამფრი პენსიაზე ჯანმრთელობის პრობლემების გამო გავიდა, თუმცა, დადიოდა ჭორები, რომ ტონი ბლერის ცოლი ვერ იტანდა. ის 2006 წელს მოკვდა, სიკვდილამდე კატა რეზიდენციის ერთ-ერთი თანამშრომლის სახლში ცხოვრობდა.

2007-2008 წლებში მთავარი თაგვდამჭერი კატა სიბილი გახდა. 2009 წელს ის გარდაიცვალა. ჭორი დადიოდა, რომ სიბილი პრემიერ გორდონ ბრაუნს არ უყვარდა.

2012-2014 წლებში ლარის, მოვალეობის შესრულებაში ეხმარებოდა კატა ფრეია, რომელიც ჯორჯ ოსბორნს ეკუთვნოდა. ფრეია ხშირად გარბოდა რეზიდენციიდან, ამიტომ ოსბორნმა ის კენტის საგრაფოში გააგზავნა.

banner
წინა სტატიაში“ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებმა თოკით და სკამებით საკუთარი ოლიმპიადა ჩაატარეს
შემდეგი სტატია(video) “კანონიერი ქურდი” ზახარი კალაშოვი, მეტსახელად “შაქრო მალადოი” დაკავების ვიდეო გავრცელდა