ინდონეზიელ დიზაინერს ანისა ხასიბუანს, რომელიც ცნობილი გახდა იმით, რომ მის მოდელებს ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე ხიჯაბი ეცვათ, თაღლითობის გამო 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ხასიბანი და მისი ქმარი ანდრიკა სურაჩმანი საკუთარი ტუსრისტული სააგენტოს მეშვეობით ხალხს ატყუებდნენ. First Travel-ი 2009 წელს დაარსდა. ცოლ-ქმარმა 60 მილიონ დოლარზე მეტი აიღო საუდის არაბეთში ტურების მოსამზადებლად, რომლის ორგანიზებაც არ გაუწევიათ, თანხა კი სრულიად მიითვისეს. მოსამართლის თქმით, ცოლ-ქმარმა 100 ათასი კლიენტი მოატყუეს.
ხასიბანი, რომელიც 31 წლის არის, მაღალი მოდის სამყაროში ცნობილია, როგორც წამყვანი მუსლიმი დიზაინერი. მის ქმარს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს – წერს “ბიბისი”.