ვაინშტაინის ისტორიამ ბრაიან დე პალმას ახალი ჰორორი შთააგონა

ამერიკელი რეჟისორი ბრაიან დე პალმა თავისი კოლეგის ჰარვი ვაინშტაინის ირგვლივ აგორებულ სკანდალზე ახალ ჰორორს გადაიღებს. კრიმინალური თრილერის დიდოსტატმა ვაინშტაინის ისტორიაში, რომელსაც 50 ქალი სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს, ისეთი მოტივები დაინახა, რაც საშინელებათა ფილმს მოუხდება – “ბიბისი” წერს. რაჟისორის თქმით, მისი ფილმი “იქნება ჰორორი, რომელსაც მოძალადე ეყოლება”, მოვლენები კი იმათ შეემთხვევათ, ვინც კინოინდუსტრიაშია, მან დააზუსტა, რომ მთავარ გმირს არ ერქმევა ჰარვი ვაინშტაინი.
“დიდი ყურადღებით ვაკვირდებოდი ამ ისტორიას და ბევრს ვიცნობ რომლებიც ამ სკანდალში არიან ჩართული” – თქვა “კერის”, “ნაიარევი სახეს”, “კარლიტოს გზისა” და სხვა ფილმების რეჟისორმა.
“მსგავს ისტორიებზე, რომელიც ბევრი მაქვს მოსმენილი, ყოველთვის ძალიან მკვეთრად ვრეაგირებდი” – ამბობს რეჟისორი.

ვაინშტაინი 25 მაისს ნიუ-იორკის პოლიციას ჩაბარდა. ის მილიონი დოლარის გირაოს სანაცვლად გამოუშვეს.

banner
წინა სტატიაშიისლამური მოდის ინდონეზიელ დიზაინერს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს კლიენტების მოტყუებისთვის
შემდეგი სტატიაესპანეთის ახალმა პრემიერმა ფიცი დადო, მაგრამ ითხოვა ბიბლია და ჯვარი არ მოეტანათ